• ფრანგული
  • ინგლისური
  • ქართული

სიახლეები

განათავსეთ თქვენი განცხადება უფასოდ რამდენიმე დაწკაპუნებაში განცხადებები.გე-ზე! გსურთ იყიდოთ, გაყიდოთ ან გააქირაოთ: http://www.gancxadebebi.ge

საფრანგეთი : (+33) 6 95 93 15 45

საქართველო : (+995) 557 28 48 27

  • ჩვენ შესახებ
    ისტორია და ამოცანები

     

    „ნეტიკო“ ფრანგი და ქართველი თანადამფუძნებლების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და, უკვე  ათწლეულზე მეტია, საერთაშორისო ციფრულ ბაზარზე ოპერირებს.

    თავდაპირველად, კომპანია ძირითადად ფრანგულ ბაზარზე იყო ორიენტირებული, თუმცა ჯინეტის განვითარებისთვის საქართველოში რამდენიმე არაკომერციული პროექტიც განახორციელა და სათანადო ხარისხისა და ინოვაციების წყალობით ქართველი პარტნიორების ნდობაც მოიპოვა.  .

    ნეტიკოს ნებისმიერ პროდუქტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იქმნება. ამავდროულად, მომხმარებლისა და საზოგადოების მოთხოვნებზე მორგებული სერვისებით, ვქმნით მეგობრულ გარემოს ქართულ ბაზარზე მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის, რაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მისაღები ფასებით შემოთავაზებაში გამოიხატება.

    საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის (CCIFG) წევრი კომპანიის, ნეტიკოს მთავარ ამოცანას წარმოადგენს, როგორც ახალი პროექტების შექმნა ჯინეტში და ქართველი მომხმარებლებისთვის უფასო სერვისების შეთავაზება, ასევე ქართული კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის ვებ-გვერდების და პროგრამების მიწოდება.

    ამდენად, ქართულ ბაზარზე ნეტიკოს შემოსვლის მიზანს საუკეთესო ხარისხის პროდუქციის ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტებისათვის მიწოდება წარმოადგენს. ვთვლით, რომ ჩვენი ევროპული გამოცდილება, უნიკალური კომპეტენცია და ნამუშევრების მაღალი ხარისხი საშუალებას მოგვცემს, გარკვეული წვლილი შევიტანოთ ქართული ციფრული ტექნოლოგიების ბაზრისა და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი დარგებისა და პროცესების განვითარებაში.